13 ადამიანი ემსხვერპლა ავღანეთში მომხდარ აფეთქებას

ავღანეთის აღმოსავლეთით სატვირთო მანქანის აფეთქებას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 50-მდე დაშავდა. აფეთქება გვიან ღამით სამშენებლო კომპანიის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილობრივი ხელისულფების განცხადებით, ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად ისინი თავდასხმას არ გამორიცხავენ. პასუხისმგებლობა აფეთქებაზე დღეს თალიბებმა აიღეს.