რეალობა და პერსპექტივა, მოსახლეობის თვალით

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

სამთავრობო კვირეულის ფარგლებში, პოლიტიკური დებატები საქართველოს პარლამენტში ხვალ, 30 მარტს, გაიმართება. კვირეულის განმავლობაში დეპუტატების წინაშე 8 მინისტრი წარდგა. მათ მოხსენებებს მეტ-ნაკლები ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს საქართველოს რეგიონებშიც. სამთავრობო კვირეულის ერთგვარი გამოხმაურებაა დღევანდელი ”რეგიონალური მაცნე”, რომელშიც ძირითადად იმ პრობლემებზეა საუბარი, რომელთაც მოსახლეობა არა მარტო პირად, სამთავრობო პრიორიტეტებადაც მიიჩნევს. გზები, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა - რეალობა და პერსპექტივა, მოსახლეობის თვალით.