ეგვიპტეში წლის ბოლომდე გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები

ეგვიპტის გარდამავალი სამხედრო მთავრობის განცხადებით, სექტემბრისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი-ორ თვეში საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართება. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა სამხედრო საბჭოს წევრმა მაჰმუდ შაჰინმა.