დღეიდან საქართველოს ქალაქებს ახალი სატელეფონო კოდები აქვს

დღეიდან საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში დარეკვა ახალი კოდებითაა შესაძლებელი. 25 აპრილამდე დაკავშირება ახალთან ერთად, ძველი კოდებითაც დაშვებულია. ინფორმაცია ახალი კოდების შესახებ, მარეგულირებელი ორგანოს დავალებით, სატელეკომუნიკაციო კომპანიებმის სერვის-ცენტრებსა და ვებ-გვერდებზეა განთავსებული. მობილური ოპერატორები აბონენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით აფრთხილებენ.