ისრაელში არ ფლობენ ინფორმაციას მაისიდან ავიარეისების დანიშვნის შესახებ

ისრაელის ტრანსპორტის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ტუროპერატორი ”ეშეთ ტური” მაისიდან იწყებს ყოველკვირეული ჩარტერული ავიარეისების შესრულებას ბათუმის მიმართულებით. ცნობა იმის თაობაზე, რომ ისრაელის ტურისტული კომპანია ზაფხულის სეზონზე ბათუმში ჩასვლის მსურველებს მოემსახურება, ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა. ამასთან, ინტერნეტპორტალ izrus.co.il-ს ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს პრესმდივანმა ზინა როიტმანმა განუცხადა, რომ ტელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების დანიშვნის შესახებ ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ არსებობს და სამინისტროს რაიმე დოკუმენტაცია არ მიუღია.