ამერიკა კვლავ ვერ აღწევს კომპრომისს ბიუჯეტთან დაკავშირებით

ვაშინგტონში ხუთშაბათს მორიგჯერ უშედეგეოდ დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას და კონგრესის ლიდერების მოლაპარაკებები ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ობამამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებაზე ”პროგრესს მიაღწიეს” და გამოთქვა იმედი, რომ კომპრომისს პარასკევს მიაღწევენ. თუ შეთანხმების მიღწევა შაბათამდე ვერ შედგა, ბევრი სახელწმიფო დაწსებულების მიმდინარე დაფინანსება შეწყდება, რადგან მათი ბიუჯეტი არ იქნება დამტკიცებული.