ყაზახეთის პრეზიდენტმა ფიცი დადო

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბავემა ფიცი დადო და კიდევ ხუთი წლით დარჩება ქვეყნის მეთაურის პოსტზე. ნაზარბაევმა გაიმარჯვა არჩევნებში, რომელიც უფლებადამცავებმა გააკრიტიკეს. ეუთოს თანახმად, არჩევნები, რომელიც ნაზარბაევმა ხმების 95 პროცენტით მოიგო, სერიოზული დარღვევებით ჩატარდა.