ნიდერლანდში ოთხი ადამინი დაიღუპა და 16 დაიჭრა სროლის შედეგად

ნიდერლანდში ოთხი ადამინი დაიღუპა და 16 დაიჭრა სროლის შედეგად, რომელიც უცნობმა პირმა დაიწყო სავაჭრო ცენტრში. ამ ინციდენტის შესახებ, რომელიც ამსტერდამიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ალფენ ან დენ რიინში მოხდა, ადგილობრივი მასმედია იტყობინება. თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა ავტომატური იარაღით გახსნა ცეცხლი, შემედეგ კი პისტოლეტით მოიკლა თავი. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ ოფიციალურ წყაროებს.