ხელისუფლება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს შეისწავლის

ოპოზიციის შეფასებას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება საკმაოდ კრიტიკულია, არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია. ამასთან, მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ანგარიში წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ წყაროს, რომლის საფუძველზეც უნდა დაისახოს პრობლემათა მოგვარების კონკრეტული გზები. თორდიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს დეტალურად შეისწავლის.