იაპონია დაზიანებული ატომური სადგურის გარშემო საევაკუაციო ზონას აფართოებს

იაპონიის მთავრობა გასულ თვეში მიწისძვრით და ცუნამით დაზიანებული ატომური სადგურის ირგვლივ საევაკუაციო ზონის გაფართოებისთვის ემზადება. 11 მარტის კატასტროფის შემდეგ მთავრობამ ეს ზონა 20 კილომეტრით განსაზღვრა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელმა, იუკიო ედანომ დღე განაცხადა, რომ ზონის გარეთ, რამდენიმე ადგილას მცხოვრები ხალხის ევაკუაციაც მზადდება - თუკი იმ ადგილებში რადიაციის მაღალ დონეს აღრიცხავენ. დღეს იაპონიაში წუთიერი დუმილით და სხვადასხვა ცერემონიით აღნიშნეს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ერთი თვის გასვლა.