სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა ფოფხაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე

12 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა ფოფხაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე. ეკა ფოფხაძე თვლის, რომ ანგარიშში შესულია ადამიანის უფლებათა დარღვევის ის ფაქტები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ მეტად სარწმუნოდ ჩათვალა იმ მასალიდან, რასაც ის 2010 წლის მანძილზე საქართველოს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან იღებდა.