ავღანეთში უხუცესთა შეხვედრისას აფეთქებას ათი კაცი ემსხვერპლა

ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, თვითმკვლელის მიერ აფეთქებულ ბომბს, კუნარის პროვინციაში, თემის უხუცესთა შეხვედრისას, სულ მცირე, ათი კაცი ემსხვერპლა. მათ შორისაა მთავრობის მომხრე უხუცესი. კუნარის პროვინცია პაკისტანს ესაზღვრება. იქ გამაგრებული არიან დასავლეთის კოალიციასთან მებრძოლი თალიბანი და მისი ალ ყაიდასთან დაკავშირებული მომხრეები.