ფინეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

ფინეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ხმების 20 პროცენტით ლიდერობს მმართველი კონსერვატული ეროვნული კოალიციური პარტია. მას ოდნავ ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია. ნაციონალისტური პარტია „ჭეშმარიტი ფინელები“ - მესამე ადგილზეა. ეს პარტია ეწინააღმდეგება ევროზონის იმ ქვეყნებისთვის დახმარების აღმოჩენას, რომლებიც ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ფინეთში არჩევნების საბოლოო შედეგი ორშაბათს გამოცხადდება.