ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტები მეორე ადგილზე არიან

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში, დაზუსტებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე ნაციონალისტური პარტია ”ჭეშმარიტი ფინები” გადიან - მათ ხმების 20 პროცენტამდე მიიღეს. არჩევნებში კვლავინდებურად მმართველი ნაციონალური კოალიცია ლიდერობს, რომელსაც ხმების 20-ზე მეტი პროცენტი აქვს. ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია, 19 პროცენტით, მესამე ადგილზეა. საბოლოო ოფიციალური მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.