ინდოეთში შვეულმფრენის კატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში 20 ადამიანი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. მი-17-ის ტიპის შვეულმფრენში ხუთწევრიანი ეკიპაჟი და 18 მგზავრი იმყოფებოდნენ. შვეულმფრენი ასრულებდა რეგულარულ რეისს ასამის შტატის უმსხვილეს ქალაქ გუვაჰატისა და ბუდისტთა წმინდა ქალაქ ტავანგს შორის. დაშვების დროს შვეულმფრენი კედელს შეეჯახა და აფეთქდა.