სირიაში 25 ადამიანი დაიღუპა

სირიის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს თანახმად 25 ერაყელი მოქალაქე დაიღუპა საგზაო შემთხვევის შედეგად. „სანა“ იუწყება, რომ დამასკოსა და ქალაქ ჰომსის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი ჯერ ორ სატვირთოს დაეჯახა და შემდეგ შუაზე გაიხლიჩა. ყველა დაღუპული ერაყის მოქალაქეა. სხვადახვა სახის დაზიანება მიიღო კიდე ოცმა ადამიანმა, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია.