ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ბენღაზიში ჩავა

ამერიკელი სენატორი კონ მაკკეინი, რომელიც ლიბიის ოპერაციაში აშშ-ის მონაწილეობის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია, დღეს ლიბიაში, კადაფის ოპონენტთა მიერ კონტროლირებულ ქალაქ ბენღაზიში ჩავა. ხუთშაბათს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ აშშ გამოიყენებს უპილოტო თვითმფრინავებს კადაფის მხარდამჭერი ძალების წინააღმდეგ. ლიბიის რეჟიმის მოწინააღმდეგეები ჩივიან, რომ კადაფის ძალების შესაჩერებლად ნატოს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმები უმეტესად არაეფექტიანია.