სირიაში ძალადობის ახალი ტალღას მოელიან

დღეს სირიაში შესაძლოა ძალადობის ახალ შემთხვევები მოხდეს, რადგან პარასკევს მოკლული დემონსტრანტების დაკრძალვის დღეს მათი ჭირისუფლები და უფლებათდამცველები სამგლოვიარო დემონსტრაციების ჩატარებას აპირებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთ-ერთმა უფლებათამცველმა აქტივისტმა „როიტერს“ უთხრა, რომ „ეს დაკრძალვა, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც მძლავრ ანტისამთავრობო პროტესტში გადაიზრდება.“ როგორც იუწყებიან, სირიის უსაფრთხოების ძალებმა პარასკევს 90-მდე ადამიანი დახოცეს, საპროტესტო დემონსტრაციის სასტიკი ძალით ჩახშობის შედეგად. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლად შეწყვიტოს სისხლიანი დარბევა და ყურად იღოს საკუთარი ხალხის მოთხოვნები.