სტუმრად ჩვენს ეთერში: თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია, არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს” წევრი

26 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თეონა აქუბარდია, არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს” წევრი. მან ილაპარაკა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე. გასული კვირის ბოლოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი კიდევ ერთხელ შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და კონცეფციის მორიგი ვერსია წარუდგინა. თეონა აქუბარდიას თქმით, დოკუმენტის პროექტში ექსპერტების მიერ შეთავაზებული წინადადებების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია.