ადამიანი თეთრი ხელჯოხით

Your browser doesn’t support HTML5

თეთრი ხელჯოხი უსინათლოებს გარემოს აღქმასა და გადაადგილებაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, საზოგადოებამ მის შესახებ თითქმის არაფერი იცის. თავად უსინათლოებს შორისაც თეთრი ხელჯოხით ყველა არ სარგებლობს, რადგან მის გამოყენებას სწავლა უნდა, რაც საქართველოში, ცოტა არ იყოს, პრობლემატური საკითხია. ადამიანები, რომლებმაც თეთრი ხელჯოხის გამოყენება გადაწყვიტეს, ამბობენ, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.