ვინ უხელმძღვანელებს აჭარის მთავრობას?

ბათუმი

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში როგორც ცენტრალური, ისე ავტონომიის მთავრობა შეიცვლება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან განსხვავებით ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გახდება აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი. ამ პოსტზე ასლან აბაშიძე ”ვარდების რევოლუციიდან” რამდენიმე თვეში შეცვალა ლევან ვარშალომიძემ, რომელიც რეგიონს უკვე მე-9 წელია მართავს. მთავრობის ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხი კვლავ თბილისში უნდა გადაწყდეს, რასაც აჭარის ადგილობრივ სამოქალაქო სექტორში არცთუ მისაღებ სიტუაციად აფასებენ.

Your browser doesn’t support HTML5

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გახდება აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი