ვინ დაწერს და გამოსცემს ახალ სახელმძღვანელოებს?

კახმეგ კუდავა, ნათია გორგაძე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წიგნის გამომცემლებთან კონსულტაციები დაიწყო. გამომცემლების თქმით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ეს დიალოგის პირველი შემთხვევაა, სამინისტროსა და გამომცემლებს შორის საუბარი კი სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხს შეეხება.

Your browser doesn’t support HTML5

ვინ დაწერს და გამოსცემს ახალ სახელმძღვანელოებს?

სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლიდან ამოქმედდება I-VI კლასებისათვის, საჭიროა შესაბამისი სახელმძღვანელოების გრიფირება, რადგან 2017 წელს 5-წლიანი გრიფი ეწურება სახელმძღვანელოთა დიდ ნაწილს, გრიფირებული სახელმძღვანელო კი, ყველა დანარჩენ საგანმანათლებლო რესურსთან შედარებით, უპირატესია. იმაზე, თუ როგორ ემზადებიან გამომცემლები ახალი სახელმძღვანელობის შესაქმნელად ძველი პრობლემების გათვალისწინებით და თავად გრიფირების პროცესი რაგვარად უნდა წარიმართოს, ჩვენი რადიოს სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი კახმეგ კუდავა და ექსპერტი განათლების საკითხებში ნათია გორგაძე. საუბარს ნინო ხარაძე უძღვება.