აქცია თბილისის მერიასთან

Your browser doesn’t support HTML5

27 აპრილს თბილისის მერიასთან პოლიცია და დაცვის სამსახური იყო მობილიზებული. ძალოვანები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი თბილისის მერიას ქალაქის კუთვნილი ტერიტორიის უკანონოდ გასხვისებაში ადანაშაულებენ. საუბარია 29 ჰექტარზე, რომელზეც საავტომობილო გზის მშენებლობა იყო დაგეგმილი და როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, აუქციონზეა გატანილი გასაყიდად. აქციის მონაწილეები 3 მაისს დაგეგმილი აუქციონის გაუქმებას ითხოვენ.