ცოცხალი ჯაჭვი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

ოჯახში ძალადობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გასამკაცრებლად საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ამ კვირაში მხარი უკვე დაუჭირა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტმა. ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ოჯახში ძალადობის სხვადასხვა გამოვლინებისთვის გაიზრდება როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ვადა, ისე საპატიმრო სასჯელი, რომელიც ერთიდან სამ წლამდე მოიმატებს. ოჯახში ძალადობის პრობლემაზე სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირების გარდა საზოგადოების გააქტიურებას მიიჩნევენ აუცილებლად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ბათუმში აქცია გამართეს და სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

Your browser doesn’t support HTML5

ცოცხალი ჯაჭვი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ