მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნი

Your browser doesn’t support HTML5

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო მისივე ინიციატივით დაწყებულ ანტიკორუფციულ აქციაში. ნავალნის დაკავებაზე „ტვიტერში“ წერს მისი მეუღლე, იულია. ნავალნის საარჩევნო კამპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე აღბეჭდილია მომენტი, როცა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მის საცხოვრებელ სახლთან, პოლიციელებით გარშემორტყმულ მანქანაში სვამენ. ნავალნის მომხრეები მთელი რუსეთის მასშტაბით მართავენ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციებს და მრავალი ქალაქიდან, მათ შორის სანქტ-პეტერბურგიდანაც, იუწყებიან აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ (როიტერის ვიდეო).