ნოემბერი 2017

ნოემბრის ბოლოს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, უპრეცედენტოდ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელმაც საზოგადოებაში ხანგრძლივი დებატები გამოიწვია. ხალხი ალაპარაკდა მოვლენის გაშუქების პროცესში მედიის პასუხისმგებლობასა და მოსახლეობასთან ხელისუფლების არასრულფასოვან კომუნიკაციაზე. პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები დაისვა ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში“ დატრიალებულ ტრაგედიასთან მიმართებაშიც. გიორგი გვახარიას სტუმარი, ჟურნალისტი მაია მამულაშვილი საუბრობს ამ და გასული თვის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე.