ამით ვარ სხვანაირი მხატვარი

ანდრო სემეიკო

ლონდონში მცხოვრებ ხელოვანს, მხატვარ ანდრო სემეიკოს ხელოვნების ერთმა კრიტიკოსმა ინგლისში მეზღაპრე, მთხრობელი უწოდა. „უხილავ ფარდაში“ დღეს ვესაუბრებით ანდრო სემეიკოს. ის ოზურგეთში დაიბადა, თბილისში სამხატვრო აკადემია დაამთავრა. შემდეგ მოიპოვა საშუალება წასულიყო ევროპაში.

Your browser doesn’t support HTML5

ამით ვარ სხვანაირი მხატვარი

ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯში მიიღო მაგისტრის წოდება, მანამდე ბაკალავრის პროგრამა გაიარა ნიდერლანდში, უტრეხტის ხელოვნების სასწავლებელში. მოგვიანებით, როგორც მაგისტრმა, დიპლომი მიიღო ინგლისის ხელოვნების სამეფო კოლეჯში. ანდრო სემეიკოს ნამუშევრები იფინება, ანუ მას მონაწილეობა მიუღია გამოფენებსა და პერფორმანსებში დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, თურქეთში, საქართველოში, რუსეთში, ტაივანში, აშშ-ში. გადაცემის წამყვანმა ოქროპირ რუხაძემ თავიდან ანდრო სემეიკოს სთხოვა შეეფასებინა მხატვარი ანდრო სემეიკო: როგორია ის - იოლად დასანახი, მარტივად მისაგნები ხელოვანი თუ რთული ნამუშევრების ავტორი.

ანდრო სემეიკოს ნამუშევრები