ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზში

Your browser doesn’t support HTML5

ნიქოზში 1-5 სექტემბერს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს ეს ფესტივალი უკვე მეოთხედ იმართება. მასში მონაწილეობენ მსოფლიოს ცნობილი ანიმატორები. ფესტივალის ინიციატორია ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია). წელს ფესტივალი მის გარეშე ტარდება, რადგან უკვე მეოთხე თვეა, მიტროპოლიტი ახალგორში იმყოფება და იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება გადაადგილებითვის აუცილებელი საშვის გაცემას აჭიანურებს. გარდა საფესტივალო ჩვენებებისა, ნიქოზში მყოფი ცნობილი რეჟისორები ადგილობრივ ახალგაზრდებს ანიმაციაში მასტერკლასებს ჩაუტარებენ.