ანიტა რაჭველიშვილის კარმენი ნიუ-იორკში

17 ოქტომბერს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საოპერო სცენაზე, ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ოპერაში, „კარმენს“ ასრულებენ და მთავარ როლში სცენაზე დგას ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი. სწორედ ჟორჟ ბიზეს ოპერის მთავარი პერსონაჟია ანიტა რაჭველიშვილის ყველაზე ცნობილი პარტია. მან კარმენით გაითქვა სახელი, როცა 2009 წლის 7 დეკემბერს მილანში, ლა სკალას სეზონის გახსნაზე, განასახიერა საოპერო რეპერტუარის ეს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი, პერსონაჟი. მეტროპოლიტენის ოპერაში წარმოდგენამდე ერთი დღით ადრე მომღერალს ნიუ-იორკში დაურეკა მარიამ ჭიაურელმა.

Your browser doesn’t support HTML5

ანიტა რაჭველიშვილის კარმენი ნიუ-იორკში