კიევის ცენტრში მანქანის აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
Your browser doesn’t support HTML5
კიევის ცენტრში საქართველოს სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური. ის იყო ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისე ჩეჩენთა ბატალიონის მებრძოლი. დაჭრილია ორი გამვლელი, რომლებიც სერიოზული ჭრილობებით მოათავსეს საავადმყოფოში.