აქცია გორში

Your browser doesn’t support HTML5

"არა ოჯახში ძალადობას" - ასე ერქვა აქციას, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა გორში თეატრის სკვერში. არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციაზე ახალგაზრდები ტრანსპარანტებით გამოვიდნენ და საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდეს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ. აქცია "კეთილდღეობის და განვითარების ცენტრმა“ მოაწყო პროექტის - "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" - ფარგლებში.