ჯანდაცვა ციხეებში ასი დღის შემდეგ

არჩილ თალაკვაძე

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან ერთად შეიმუშავეს დაავადებათა ახალი ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულები სასჯელისგან გათავისუფლდებიან. წლების განმავლობაში ეს ნუსხა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი იყო და, მათი განცხადებით, ის საგრძნობლად ჩამორჩებოდა დასავლურ სტანდარტებს. სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 100 დღეში პენიტენციარულ სისტემაში ჯანდაცვის კუთხით ბევრი რამ შეიცვალა. უკვე შეცვლილ ვითარებასა და დაგეგმილ ცვლილებებზე რადიო თავისუფლება ესაუბრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს.

Your browser doesn’t support HTML5

ჯანდაცვა ციხეებში ასი დღის შემდეგ