არჩილ ტატუნაშვილის საქმის ქრონიკა

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. სარგებლობდა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გაცემული სპეციალური საშვით და დაბაში დღეში რამდენჯერმე შედიოდა. იგი ახალგორის მაღაზიებს თბილისიდან ჩატანილი პროდუქტებით ამარაგებდა.