სომხეთის პროტესტი რუსების წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

ასობით ადამიანი გამოვიდა ერევნის ქუჩებში 13 აპრილს და გააპროტესტა რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა. დემონსტრანტები ირწმუნებიან, რომ სწორედ ამან გამოიწვია სიტუაციის გამწვავება 2 აპრილს ყარაბაღში. "სირცხვილი", "თავისუფალი, დამოუკიდებელი სომხეთი" სკანდირებდნენ გამომსვლელები რუსეთის საელჩოსკენ მსვლელობის დროს. ზოგიერთმა მათგანმა საელჩოს კვერცხები დაუშინა. ("რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური)