100-ქულიანი მართვის მოწმობა - ათვლა დაიწყო

Your browser doesn’t support HTML5

1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც, სხვა სიახლეებთან ერთად, ე.წ. ასქულიან სისტემასაც აწესებს. ახალი სისტემის თანახმად, საგზაო მოძრაობის წესების ყოველი დარღვევისას მძღოლს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები დააკლდება. გაუფრთხილებელი მძღოლი, შესაძლოა, მართვის მოწმობის გარეშეც დარჩეს და ხელახლა მოუწიოს გამოცდის ჩაბარება, ასეთი შანსი კი მძღოლს წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მიეცემა.