ბალიზე ამოქმედებული ვულკანი აფერხებს საჰაერო მიმოსვლას

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მდებარე ვულკანი აგუნგი 28 ნოემბერსაც განაგრძობდა ფერფლის ამოფრქვევას. წინადღით ხელისუფლებამ განგაშის დონე უმაღლესამდე გაზარდა. ვულკანის ძირში მდებარე სოფელში ცხოვრება ძირითადად უცვლელად მიედინება. ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრომ გააგრძელა ბალის საერთაშორისო აეროპორტში ფრენის აკრძალვა.