საკადრო ცვლილებები აჭარის ხელისუფლებაში

როდის დაიწყება ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებების მეორე ეტაპი, ჯერ უცნობია. 12 სამსახურში რეორგანიზაციის შედეგად თანამდებობა ექვსმა მათგანმა შეინარჩუნა. თუმცა, 6-ვე მათგანი მოვალეობის დროებით შემსრულებელია. ბათუმის მერმა ამავე დროს უკვე დანიშნა მერის მოადგილეებიც. ცნობილია ისიც, რომ ბათუმის საკრებულოში შეიქმნება კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია. ბათუმის საკრებულოშო ოთხი ფრაქცია უკვე არსებობს.