სამოქალაქო აქტივისტები ბათუმის ისტორიული ნაწილის დასაცავად

სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენლები ითხოვენ მორატორიუმი გამოცხადდეს მშენებლობაზე ბათუმის ისტორიულ ნაწილში მანამდე, ვიდრე ქალაქის მუნიციპალიტეტი არ მიიღებს დოკუმენტს ბათუმის ისტორიული ნაწილის დაცვის, რეაბილიტაციისა და პერსპექტიული განვითარების შესახებ. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტის დამტკიცებაზე, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ რვა წლის წინ შეიმუშავა, მუშაობენ. პარალელურად კი მერიის არქიტექტურის სამსახური ქალაქის ძველ უბანში სამშენებლო პროექტებს განიხილავს.

Your browser doesn’t support HTML5

სამოქალაქო ატივისტები ბათუმის ისტორიული ნაწილის დასაცავად