ბერნარდო ბერტოლუჩის კინოშედევრი თბილისში

ქართველ კინოს მოყვარულებს, ფაქტობრივად, მხოლოდ თბილისის კინოფესტივალზე აქვთ საშუალება ნახონ მსოფლიო კინოს, უფრო სწორად, ”საავტორო კინოს” შედევრები დიდ ეკრანზე. მაგრამ ამ კვირაში თბილისის კინოთეატრების აფიშებზე, ჰოლივუდის ბლოკბასტერების გვერდით, დიდი იტალიელი კინორეჟისორის, ბერნარდო ბერტოლუჩის ახალი ფილმის აფიშა გაჩნდა - ბერტოლუჩის ”შენ და მე”, ფილმი, რომელიც კრიტიკოსებმა მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსის შედევრად აღიარეს, კინოთეატრებში ”ამირანსა” და ”რუსთაველში” გადის.

Your browser doesn’t support HTML5

ბერნარდო ბერტოლუჩის "მე და შენ"