ბიძინა ივანიშვილი სარჩევნო ყუთთან

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, 144-ე ბაგა-ბაღის შენობაში ხმის მისაცემად მივიდა. ყოფილი პრემიერი ადგილზე მეუღლესთან და ერთ-ერთ შვილთან, ბერასთან ერთად გამოცხადდა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მოახერხა გონებით გაეკეთებინა არჩევანი.