ათასობით ადამიანი დაესწრო სრებრენიცის მსხვერპლთა დაკრძალვას

Your browser doesn’t support HTML5

11 ივლისს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, პოტოკარიში, ათასობით ადამიანი დაესწრო სამგლოვიარო ცერემონიას რომლის დროსაც დაკრძალეს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 136 ახლადამოცნობილი მსხვერპლი. ისინი სრებრენიცაში დახოცეს 1995 წელს. მსხვერპლთა ნეშტები დაკრძალეს მემორიალურ კომპლექსში, სადაც სრებრენიცის ტრაგედიის კიდევ 6000-ზე მეტი მსხვერპლი განისვენებს. ახალამოცნობილ მსხვერპლთა დაკრძალვა ნაწილი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპაში ყველაზე ფართო მასშტაბის ცალკე აღებული ხოცვა-ჟლეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური ღონისძიებებისა. (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ვიდეო)