პანკისის ხეობაში დაკავებულებს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მხარდაჭერისთვის

Your browser doesn’t support HTML5

პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს 27 დეკემბერს ბრალი წაუყენეს. გამოძიება მათ ტერორიზმის მხარდაჭერას ედავება. დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 28 დეკემბერს იმსჯელებს. დაკავებულთაგან ერთი, დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.