ჩარლზ შუმერი: რატომ გაათავისუფლეს ჯეიმს კომი ახლა?

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩარლზ შუმერმა 9 მაისს „დიდი შეცდომა“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თანამდებობიდან დაეთხოვა გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ს დირექტორი, ჯეიმს კომი. სენატორმა ეს განცხადება გააკეთა ჟურნალისტის პასუხად, რომელიც დაინტერესდა, უკავშირდებოდა თუ არა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გამოძიებას, რაც ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან რუსეთის კავშირებს შეეხება. თეთრმა სახლმა კი განაცხადა, რომ კომის გადადგომა ჰილარი კლინტონის იმეილების გარშემო დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. (ვიდეო: AFP)