„ჩეხოვის პირველი პიესა“ თეატრალურ ფესტივალზე
Your browser doesn’t support HTML5
თბილისი საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა ირლანდიული დასის წარმოდგენას უმასპინძლა. „დედ სენტრმა“ „ჩეხოვის პირველი პიესა“ ახლებური ინტერპრეტაციით დადგა და ფინალიც პიესისგან განსხვავებული აარჩია. აქ მთავარი გმირის, პლატონოვის მაგივრად თავად რეჟისორი კვდება. ბუშ მუკარზელი სპეკტაკლის ერთ-ერთი მონაწილეა, მაყურებელი საყურისების მეშვეობით იგებდა მის თხრობას, კომენტარებსა და მსახიობების რეპლიკებს. რეჟისორებმა ძველ ეპოქას ზღვარი წაუშალეს და ორი დრო ერთ სპექტაკლში გააერთიანეს.