“ჩემი ბედნიერი ოჯახის” პრემიერა თბილისში
Your browser doesn’t support HTML5
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. “გრძელი ნათელი დღეების” შემდეგ რეჟისორებმა გადაიღეს ამბავი ქართულ ოჯახზე, სადაც სამი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი 52 წლის მანანა მხეიძე გადაწყვეტს, ოჯახის წნეხს, ყოველდღიურ რუტინას თავი დააღწიოს და მარტო საცხოვრებლად გადავიდეს, რაც უჩვეულო და მოულოდნელი აღმოჩნდება ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვის. არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი უკვე თბილისის კინოეკრანებზეა.