სტუმრად ჩვენს ეთერში: არნოლდ სტეფანიანი

Your browser doesn’t support HTML5

17 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არნოლდ სტეფანიანი, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე. მან ილაპარაკა "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტზე. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე, მათ რეკომენდაციებზე. არნოლდ სტეფანიანი თვლის, რომ სახელმწიფო ენის სწავლება არ შეიძლება იყოს ენობრივი უმცირესობების ინტეგრაციის მთავარი ტაქტიკა, რადგან ასეთი მიდგომა უშედეგო აღმოჩნდა. "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარის აზრით, უმცირესობების ეფექტიანად ინტეგრაციისთვის საჭიროა რეალობის გათვალისწინება და ისეთი მოტივაციის შექმნა, რაც თავად უმცირესობების წარმომადგენლებსაც გაუღვივებდა ინტეგრაციის და მათ შორის, ენის სწავლის ინტერესს. ეფექტიანად ინტეგრაციის ერთ-ერთ გზად არნოლდ სტეფანიანმა დაასახელა უმცირესობათა ენებზე საინფორმაციო სივრცის შექმნა. განსაკუთრებით აქტუალურად თვლის ის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული, საზღვრისპირა რეგიონების საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ჩართვას.

Your browser doesn’t support HTML5

სტუმრად ჩვენს ეთერში: არნოლდ სტეფანიანი