სტუმრად ჩვენს ეთერში: გია გვილავა

Your browser doesn’t support HTML5

25 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე. 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრა. 24 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების "კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გაავრცელა მიმართვა, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერებისკენ, კანონმდებლებსა და იუსტიციის სამინისტროს კი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისკენ. მოსამართლეთა შერჩევის ეს ეპიზოდი დასრულდა. ცნობილია, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აირჩიეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ. ამ პალატაში გამოცხადებულ 4 ვაკანსიაზე 46 პრეტენდენტი იყო.

Your browser doesn’t support HTML5

სტუმრად ჩვენს ეთერში: გია გვილავა