აშშ-მა იერიში მიიტანა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე

Your browser doesn’t support HTML5

7 აპრილს აშშ-მა, ხმელთაშუა ზღვაში, დისლოცირებული თავისი ორი სამხედრო გემიდან, სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირათის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც სირიის არმიას ეკუთვნის. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იერიში განხორციელდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით და იყო პასუხს 4 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებით, ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვაზე, რომლის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის, ბავშვები (როიტერის ვიდეო).