ჩეხმა და უკრაინელმა აქტივისტებმა ალექსანდროველთა კონცერტის ჩაშლა სცადეს

Your browser doesn’t support HTML5

ამ ერთი კვირის წინ პრაღაში გაიმართა ალექსანდროვის სახელობის რუსეთის არმიის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი. ალექსანდროველებმა კონცერტის გამართვა, მართალია, მოახერხეს, მაგრამ მათს გამოსვლას ახლდა საპროტესტო აქცია დარბაზის მისადგომებთან და მაყურებელთა ერთი ჯგუფის კრიტიკული შეძახილები თვით კონცერტის მსვლელობისას. დარბაზშიც და მის გარეთაც ჩეხი და უკრაინელი უფლებადამცველები აფრიალებდნენ უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს დროშებს და აღმართული ჰქონდათ უკრაინაში რუსეთის მოქმედების დამგმობი ტრანსპარანტები.