დაბადების დღე რომ ნამდვილ ზეიმად იქცეს

დაბადების დღე ბავშვების უმთავრესი ზეიმია, დაბადების დღის ცენტრი კი ადგილი, სადაც ეს ზეიმი ნამდვილ დღესასწაულად უნდა იქცეს. ამას ცენტრებში ანიმატორები აღწევენ. თბილისში ათობით დაბადების დღის ცენტრია. მათ გასახსნელად სურვილის გარდა არაფერია საჭირო, არც ანიმატორს მოეთხოვება ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდეს.